როგორც უკვე იცით, Citypay მუდმივად მუშაობს, რომ პარტნიორ კომპანიებს გაუმარტივოს სერვისით სარგებლობა და თანამშრომლობის პროცესი მაქსიმალურად მოსახერხებელი გახადოს. ამჯერად Citypay.io გთავაზობთ მზა plugin-ს, რომლის მიბმა პირდაპირ არის შესაძლებელი თქვენი ვორდპრესის ძრავზე აწყობილ ვებგვერდზე. თუკი აქამდე სერვისით სარგებლობა API-ინტეგრაციით იყო შესაძლებელი ელ-კომერციის ვებსაიტებისთვის, ახლა უფრო სწრაფად და მარტივად, მზა plugin-ის დაკავშირებით შეძლებთ თქვენი ვებგვერდით კრიპტო გადახდების მიღებას.
ინტეგრაცია მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
CityPay-ის პლატფორმის მხარე:
Wordpress-ის სამართავი პანელის მხარე:
plugin-ის ინსტალაცია:
1. შედით Wordpress-ის ადმინ პანელში, plugin-მენეჯერში მოძებნეთ “CityPay.io” ( Plugins > Add New > Search plugins) და დააინსტალირეთ;
2. WooCommerce/settings/Payment გვერდზე მოძებნეთ პლაგინი CityPay.io და დააჭირეთ manage-ს;
3. შესავსებ ველებში შეიყვანეთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
► Title: - სახელი, რომელიც მითითებულია Order-ის გვერდზე;
► Description - დანიშნულება/აღწერა, რომელიც გამოჩნდება გადახდის გვერდზე;
► Button text - გადახდის ღილაკზე დასატანი ტექსტი, მაგ: “გადახდა”;
► Test mode (radio button) - მონიშნეთ ტესტ რეჟიმის აქტივაციიის ღილაკი;
► Customer ID – Customer ID-ისთვის იხ. CityPay-ის კაბინეტის ზედა მარჯვენა კუთხე;
► Access Token: - მიუთითეთ CityPay.io-ს პლატფორმის მხარეს მე-5 პუნქტში ნახსენები ტოკენის კოდი;
სულ ეს არის! ამ ნაბიჯების შემდეგ თქვენ წარმატებით დააკავშირეთ Citypay.io-ს plugin თქვენს საიტთან. პლატფორმის დახმარებით უკვე შეგიძლიათ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მიიღოთ კრიპტო გადახდები თქვენი მომხმარებლისგან.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ, პროცედურასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, CityPay-ის ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფი ყოველთვის მზად არის თქვენს დასახმარებლად.
https://citypay-io.freshdesk.com/support/home
გისურვებთ წარმატებას!
CityPay.io-მ გადახდის არხებში ბიტკოინ ლაითნინგის ქსელი დაამტა.
იხილეთ CityPay.io ვორდპრესის პლაგინის ინტეგრირების დეტალური ინსტრუქცია.
თუ ბიზნეს საქმიანობით ხართ დაკავებული, შესაძლოა, უკვე გსმენიათ კიდეც სითიფეის შესახებ.