ჩვენი მიზანი
ერთიან კრიპტო ეკოსისტემაში შევქმნათ ინსტრუმენტები, რომლებიც ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს კრიპტო აქტივების ყოველდღიურობაში გამოყენებას გაუმარტივებს.
CityPay.io ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ერთიან კრიპტო ეკოსისტემას ქმნის და კრიპტოვალუტის ყოველდღიურობაში გამოყენების მასშტაბირებას ისახავს მიზნად.
კომპანიის ინოვაციური პროდუქტის ინტეგრაციით, ბიზნესს შეუძლია შუამავალი პლატფორმების გარეშე მიიღოს კრიპტო აქტივები მომხმარებლისგან და გადაიყვანოს ისინი ეროვნულ ვალუტაში. ფიზიკურ პირებს კი კრიპტო საფულე აქტივების მარტივ მართვას სთავაზობს.
CityPay.io საკუთარი გადახდის სისტემით მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოკომპანიების პარტნიორია. ბიზნესს შეუძლია პროდუქტი ან მომსახურება კრიპტო აქტივებში გაყიდოს, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში. მომხმარებელი აქტივებს POS ტერმინალზე ან ეკრანზე უნიკალური QR კოდის დასკანერებით გადასცემს.
CityPay.io-ს ინვესტორი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სტეიბლკოინის, USDT-ის ემიტენტი კომპანია Tether-ია. ამ ინვესტიციით კომპანია ფართოვდება საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში — უზბეკეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.
ერთიან კრიპტო ეკოსისტემაში შევქმნათ ინსტრუმენტები, რომლებიც ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს კრიპტო აქტივების ყოველდღიურობაში გამოყენებას გაუმარტივებს.
კრიპტოვალუტის ყოველდღიურობაში შეტანით, ადამიანებს ფინანსური თავისუფლების მოპოვებაში დავეხმაროთ.
დაკომპლექტებულია გამოცდილი პროფესიონალებისგან ფინანსური ტექნოლოგიების, სტარტაპების, გადახდების და ბიზნეს მართვის სფეროებიდან.
გუნდი ფინტექიდან, სტარტაპებიდან, გადახდებიდან და ბიზნესის მართვიდან.
თანადამფუძნებელი & საოპერაციო დირექტორი
კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ექსპერტი. ენთუზიასტი ანტერპრანერი 9 წლიანი გამოცდილებით.
თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი
10+ წლიანი გამოცდილება მრავალიურსდიქციული ოპერაციების მართვასა და საერთაშორისო გაფართოებაში.