CityPay.io-მ გადახდის არხებში ბიტკოინ ლაითნინგის ქსელი დაამტა, რაც იმას ნიშნავს რომ ბიტკოინით გადახდების განხორციელება უსწრაფესად - წამებში გახდა შესაძლებელი.
ბიტკოინ ლაითნინგ ქსელი ტრანზაქციების სწრაფად შესასრულებლად შეიქმნა. მისი მნიშვნელობის სრულად გასაგებად მოდით დავბრუნდეთ წარსულში, როდესაც ბიტკოინი იქმნებოდა. მისი მთავარი მიზანი იყო დეცენტრალიზრებული და უსაფრთხო გადარიცხვები. ბიტკოინის ბლოკჩეინი ამ კუთხით უნაკლოა, თუმცა აქვს მცირე სისუსტეები, როგორიციაა მაღალი საკომისიოები, გადარიცხვის დრო და ენერგიის ჭარბი მოხმარება. მაღალი ტრანზაქციების მოცულობის შემთხვევაში აღნიშნული კიდევ უფრო მეტად პრობლემური ხდება.
ბუნებრივია, ბიტკოინის პოპულარობასთან ერთად გაიზარადა მისი მეშვეობით ტრანზაქციების შესრულებაც, რამაც გამოიწვა გადარიცხვების დროის და საკომისიოების ზრდა. 2016 წელს ამ პრობლემის გადაჭრის გზად ბიტკოინ ლაითნინგი მოგვევლინა, რომელსაც შეუძლია წამში 1 000 000 ტრანზაქცია გაატაროს და არ შეექმნას გადატვირთვის პრობლემა. ამასთან ერთად, საკომისიოც ბევრად დაბალია ვიდრე ბიტკოინის ბლოკჩეინით გადარიცხვის შემთხვევაში, ტრანზაქციების დროს ქსელი “ჭკვიან კონტრაქტებს” იყენებს, რასაც ნულამდე დაჰყავს გადარიცხვის დახარვეზების ან არასწორად გაგზავნის რისკი.
CityPay.io-მ გადახდის არხებში ბიტკოინ ლაითნინგის ქსელი დაამტა.
იხილეთ CityPay.io ვორდპრესის პლაგინის ინტეგრირების დეტალური ინსტრუქცია.
თუ ბიზნეს საქმიანობით ხართ დაკავებული, შესაძლოა, უკვე გსმენიათ კიდეც სითიფეის შესახებ.