CityPay.io და Octobank დაპარტნიორდნენ

CityPay.io და Octobank დაპარტნიორდნენ

წამყვანი Უზბეკური ფინანსური კომპანია Octobank და  რეგიონში პირველი კრიპტო ეკოსისტემის ავტორი ქართული კომპანია CityPay.io სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. მათ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომელიც ოფიციალურად 2024 წლის 11 მაისს თბილისში გაფორმდა, მიზნად უზბეკეთში მაღალტექნოლოგიური, კრიპტო ადაპტური  ეკოსისტემის  განვითარებას ისახავს.

 

Octobank-სა და CityPay.io-ს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ფოკუსირებულია უზბეკეთში მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტებისა და კრიპტო აქტივის გამოყენების პოპულარიზაციაზე. შეთანხმება ძირითადი პუნქტები მოიცავს კრიპტო აქტივის გამოყენების ხელშეწყობას ყოველდღიურ ცხოვრებაში, საბანკო გადახდის არხებში კრიპტო აქტივის ინტეგრაციას, საბარათე სისტემისა და ქსელის განვითარებას.

 

პარტნიორობასთან დაკავშირებით, Octobank-ის მმართველი ბორდის ხელმძღვანელი, ტურსუნოვ ისკანდარ ბაქსტინუროვიჩი აცხადებს: “ჩვენი პარტნიორობა CityPay.io-სთან მნიშვნელოვანი მოვლენაა უზბეკეთში ფინანსური ინოვაციების განვითარების პროცესში. CityPay.io-ს დიდი გამოცდილება მაღალტექნოლოგიური საფინანსო მომსახურებისა და კრიპტო აქტივების  გამოყენების მიმართულებით, მნიშვნელოვნად დაგვეხმარება გავაძლიეროთ როგორც ფიზიკური პირები, ასევე ბიზნესები უახლეს ფინანსურ სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფით.”

 

CityPay.io-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ერალფ ჰატიპოღლუმ, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და პოტენციალს. “მოხარული ვართ Octobank-თან პარტნიორობით, რათა ხელი შევუწყოთ და განვავითაროთ კრიპტო აქტივების გამოყენება და ფინანსური ტექნოლოგიები უზბეკეთში. ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ მზად ვართ, ჩამოვაყალიბოთ ინოვაციური ფინანსური ეკოსისტემა.  შევქმნათ მარტივი, უსაფრთხო და სწრაფი ფინანსური სისტემა როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესებისთვის.”

 

Octobank-სა და CityPay.io-ს შორის მემორანდუმის გაფორმება უზბეკეთის ფინანსური სექტორის ახალი, ინოვაციური ეპოქის დასაწყისია. Ინოვაციური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და კრიპტო აქტივის გამოყენების შესაძლებლობების სრული გამოყენებით, პარტნიორობის შედეგი ქვეყანაში მეტად ინკლუზიური ციფრული ეკონომიკის ჩამოყალიბება იქნება. 


 

Octobank-ის შესახებ:

 

Octobank არის უზბეკური, წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მთავარი მიზანიცაა ხელი შეუწყოს ციფრულ ტრანსფორმაციასა და ეკონომიკის განვითარებას. Octobank მომხმარებელს სთავაზობს მათზე ორიენტირებულ საბანკო სერვისების სრულ ასორტიმენტს.


 

CityPay.io-ს შესახებ:

 

CityPay.io ქართული ფინტექ კომპანიაა, რომელიც  ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს კრიპტო აქტივის გამოყენებით მიიღონ პროდუქტისა თუ მომსახურების რეალიზაციის თანხა ლარში. Მომხმარებლისგან მიღებული კრიპტოვალუტა კონვერტირდება და ბიზნესს თანხა საკუთარ საბანკო ანგარიშზე, ლარში ერიცხება.