CityPay-ის სერვისი საშუალებას გაძლევთ, მომხმარებლებს შესთავაზოთ შოპინგის შესაძლებლობა ციფრული აქტივების გამოყენებით, მაშინ როდესაც თქვენი პროდუქტის ან მომსახურების ფასი ეროვნულ ვალუტაშია განსაზღვრული. მომხმარებელი თქვენს ვებსაიტზე ირჩევს ციფრული აქტივის გამოყენებას, ხოლო CityPay ავტომატურად აკონვერტირებს მას ეროვნულ ვალუტაში. კონვერტირებული თანხა პარტნიორი PSP-ის საშუალებით ირიცხება თქვენს საბანკო ანგარიშზე.
CityPay გთავაზობთ გადახდების მიღების ორ მეთოდს, რომლებიც შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი ბიზნესის საჭიროებების მიხედვით:
გადახდის საკომისიო განისაზღვრება ინდივიდუალურად. საკომისიოს გადამხდელს განსაზღვრავთ თქვენ, თქვენი ბიზნესის საჭიროებების მიხედვით:
თუ მომხმარებლისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება გჭირდებათ, დაუკავშირდით CityPay-ის მხარდაჭერის გუნდს ჩატის საშუალებით, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7-ზე. ჩვენი გუნდი მოგაწვდით თანხის დაბრუნების მარტივ ფორმას, რომელიც უნდა შეავსოთ შესაბამისი გადახდის მონაცემებით.
მოთხოვნის მიღების შემდეგ CityPay შეამოწმებს ტრანზაქციასა და დაბრუნების მოთხოვნას. მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში თანხის დაბრუნდება CityPay-ის მიერ განსაზღვრული პროცედურისა და შესაბამისი ტრანზაქციის პირობების შესაბამისად.
CityPay-ის საგადახდო სერვისი განკუთვნილია ბიზნესებისთვის, რომლებსაც სურთ მომხმარებლებს შესთავაზონ ვირტუალური აქტივის გადაცემით პროდუქტისა თუ მომსახურების საფასურის დაფარვის შესაძლებლობა. სერვისთან დაკავშირების შესაძლებლობა განისაზღვრება კომპანიის საქმიანობისა და CityPay-ის შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით.