მიიღე სარგებელი Citypay.io-ს კრიპტო გადახდების სისტემით

ბიზნეს გადაწყვეტილებები

ახალი მომხმარებლები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან!

CityPay.io-ს საშუალებით თქვენ გაქვთ სწრაფი და მარტივი წვდომა ახალ, საერთაშორისო კლიენტებთან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. კრიპტო ენთუზიასტების სწრაფად მზარდი სეგმენტი მზადაა გადაიხადონ საკუთარი ციფრული ვალუტით. გადახდების მიღება შესაძლებელია რამდენიმე წუთში, ნებისმიერი კრიპტო საფულედან, მხოლოდ QR კოდის სკანირების შემდგომ, რომელიც ინდივიდუალურად მათი შენაძენისთვის არის გენერირებული

უფრო სწრაფი და იაფი გადახდის ოპერაციები

თქვენი მომხმარებლებისგან კრიპტოვალუტით საერთაშორისო გადახდების მიღება დაახლოებით 5-ჯერ ნაკლები ხარჯით ხდება ციფრული გადახდების ტრადიციულ გზებთან შედარებით. რაც მთავარია, Citypay.io სისტემის საშუალებით თანხის განაღდება შესაძლებელია თქვენთვის სასურველ ფიატში: აშშ დოლარი, ევრო, ლარი, ლირა, ერთ-ერთი საუკეთესო კურსით.

ფინანსების დამოუკიდებლად მართვა თქვენი ბიზნესისთვის

სრულიად დამოუკიდებელი სისტემა თქვენი შემოსავლისთვის ნულოვანი ბიუროკრატიით, მესამე მხარის გარეშე და პირდაპირი გადარიცხვები თქვენი მომხმარებლისგან. რა შეიძლება იყოს უკეთესი თქვენი ბიზნესისთვის, ვიდრე სრულიად დამოუკიდებელი სისტემა გადახდების მისაღებად, მესამე პირთან ბიუროკრატიის, მონიტორინგისა და კონტროლის გარეშე, ამასთანავე მინიმალური საკომისიო ხარჯით? შემოუერდით Citypay.io და ისიამოვნე დამოუკიდებლობით.

რეგისტრაციის მარტივი სისტემა

სტანდარტულ ფინანსურ კომპანიებთან შედარებით, ჩვენ გთავაზობთ მარტივ რეგისტრაციის პროცესს კრიპტოვალუტების მიღების დასაწყებად. თქვენ უბრალოდ უნდა დარეგისტრირდეთ Citypay.io ვებ გვერდზე და შექმნათ კომპანიის კაბინეტი. ჩვენთან არ გხვდებათ რეგისტრაციასა და ინტეგრაციასთან დაკავშირებული ხარჯები ან დამატებითი ყოველთვიური გადასახადები.

მომხმარებელთა ტრანზაქციების ანონიმურობა და უსაფრთხოება

კრიპტო გადახდები დაცული და კონფიდენციალურია, რაც თქვენი მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტის შეთავაზების შესაძლებლობაა. უფრო მეტიც, შესაძლებლობა გეძლევათ, მნიშვნელოვნად გაზარდოთ თქვენი მომხმარებლების რაოდენობა ანონიმური გადახდების შეთავაზებით, კრიპტო მომხმარებელთა რაოდენობა სწრაფად იზრდება წლიდან წლამდე

აღარანაირი თაღლითობები ან თანხის უკან დაბრუნებები

თუ თქვენ უკვე იღებთ ციფრულ გადახდებს, დიდი ალბათობით უკვე გქონდათ გადახდის თაღლითობისა და თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემები. კრიპტოვალუტით გადახდები არ ითვალისწინებს ტრანზაქციის თაღლითობის რისკს ან საბარათე სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს და, შესაბამისად, ნულამდე ამცირებს მასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

პრობლემები რომლებიც წარმატებით გადავჭერით ონლაინ

გასართობი ბიზნესისთვის

  • გადახდების მიღების დამოუკიდებელი და დაცული წყარო
  • ახალი მომხმარებლები, რომლებიც 2-ჯერ მეტს ხარჯავენ კრიპტოვალუტით
  • ანონიმურობა, რომლითაც თქვენი მომხმარებლები ისარგებლებენ
  • არანაირი წინასწარი საბანკო დეპოზიტი ან გაყინული ფინანსები
  • არანაირი დაბლოკილი ტრანზაქციები
  • მაღალი ლიმიტები ტრანზაქციებზე
რეგისტრაცია
Enterteinment
Planet

გადაწყვეტა, რომლებიც წარმატებით დავნერგეთ

ელექტრონული კომერციის სფეროში

  • გადახდების მიღების დამოუკიდებელი და დაცული წყარო
  • ახალი მომხმარებლები, რომლებსაც სურთ გადაიხადონ კრიპტოვალუტით
  • მყისიერი ტრანზაქციები
  • სწრაფი ინტეგრაციის პროცესი Woocommerce მოდულით
რეგისტრაცია
E-commerce
Future