ჯორჯიან ბასი
ჯორჯიან ბასი არის ერთ-ერთი წამყვანი სატრანსპორტო კომპანია საქართველოში, რომელიც უკვე 9 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს სატრანსპორტო და ტურიზმის სფეროში. 2014 წლიდან „ჯორჯიან ბას“ უზრუნველყოფს მგზავრების კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, ფრენების განრიგთან შესაბამისობაში.